ავტორი:

UFO და სამი გიგანტის შეჯიბრება გამარჯვებისთვის - რა ინფორმაციას ფლობს აშშ, ჩინეთი და რუსეთი უცხოპლანეტარული სიცოცხლისა და შეიარაღების შესახებ?

UFO და სამი გიგანტის შეჯიბრება გამარჯვებისთვის - რა ინფორმაციას ფლობს აშშ, ჩინეთი და რუსეთი უცხოპლანეტარული სიცოცხლისა და შეიარაღების შესახებ?

მსოფლიო სუპერსახელმწიფოებს შორის მორიგი გლობალური დაპირისპირება შესაძლოა არა ბირთვული იარაღის, არამედ იმის გარშემო აგორდეს, თუ ვინ გახსნის პირველი ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა (ამო/UFO) და არამიწიერი სიცოცხლის საიდუმლოს. ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა ამ სფეროში ლიდერობა მეტოქე ქვეყნებს დაუთმოს.

აშშ-ის კონგრესმენი ერიკ ბურლისონი (რესპუბლიკელი მისურის შტატიდან) აცხადებს, რომ ამერიკა რისკავს თავის მეტოქეებს გამარჯვება აჩუქოს, თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვერ შეასრულებს დაპირებებს UFO-ებსა და არამიწიერი სიცოცხლის შესაძლო მტკიცებულებებთან დაკავშირებული გამჭვირვალობის შესახებ.

ბურლისონის თქმით, შეერთებული შტატები საკუთარი მოქალაქეებისთვის მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა უნდა იყოს, ხოლო თუ რომელიმე სხვა სახელმწიფო ამ თემაზე ამერიკაზე მეტ გამჭვირვალობას გამოიჩენს, ეს სერიოზულ ლაქას დაასვამს ვაშინგტონის რეპუტაციას. კონგრესმენმა აღნიშნა, რომ ეს იქნება სერიოზული შეცდომა საკუთარი ხალხის წინაშე.

UFO-ებთან დაკავშირებული საიდუმლოებების გახსნის რბოლას შესაძლოა ბრაზილიაც შეუერთდეს. ბრაზილიის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ალდო რებელომ განაცხადა, რომ მზად არის გამოაქვეყნოს საკუთარი საიდუმლო მასალები, თუ აშშ საჯაროს გახდის 1996 წელს ვირჯინიაში UFO-ს სავარაუდო კატასტროფასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს.

კონგრესმენ ბურლისონის განმარტებით, სხვა სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის დადასტურება ამერიკელ ხალხს დაარწმუნებს, რომ ეს არ არის დეზინფორმაციული კამპანია ან ყალბი ამბავი. მან დასძინა, რომ მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერთან, ვისაც ასეთ მონაცემებზე წვდომა აქვს, რათა ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

  • ჩამოვარდნილი UFO-ები რუსეთსა და ჩინეთში

ვითარების სერიოზულობას კიდევ უფრო ამძაფრებს ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ-ის მეტოქე სახელმწიფოები UFO-ების ნარჩენებს ფლობენ. ცნობილმა მამხილებელმა და ბურლისონის ყოფილმა თანამშრომელმა, დავიდ გრუშმა ჯო როგანის პოდკასტში განაცხადა, რომ რუსეთიცა და ჩინეთიც ფლობენ ჩამოვარდნილი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ნარჩენებს.

ჩინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ იგი იკვლევს UFO-ების გამოჩენის შემთხვევებს და იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ამ საიდუმლო მოვლენების უკეთ გასაანალიზებლად.

პარალელურად, საგამოძიებო ჟურნალისტმა ჯორჯ ნაპმა გამოაქვეყნა რუსეთთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც მან საბჭოთა კავშირიდან 1991 წელს გამოიტანა. აღნიშნული დოკუმენტები მოწმობს, რომ საბჭოთა ხელისუფლება ათასობით UFO-ს შემთხვევას იკვლევდა, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ მათ არსებობას ოფიციალურად უარყოფდა.

წყარო

იხილეთ ასევე: