აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგა "ენერგეტიკულ სფეროში ცეცხლის შეწყვეტის“ თაობაზე, რომელიც "დაუყოვნებლივ“ ამოქმედდება.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ამის საპასუხოდ, ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმაც დაუჭიროს მას მხარი.
"ახლახან ვესაუბრე მარკ კარნის, ალექსანდრ სტუბსა და მარკ რუტეს. ჩვენ განვიხილეთ პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული „ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის“ საკითხი. უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმაც დაუჭიროს მას მხარი. ველოდებით დეტალებს ამერიკული მხარისგან. თავის მხრივ, უკრაინა ყოველთვის სრულად უჭერს მხარს დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, ადამიანთა სიცოცხლის დაცვასა და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუცილებელია ომის დასასრულებლად და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად”, - წერს ზელენსკი.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე საათის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი უკრაინაში არჩევნებს ჩატარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ერთი პირობით - თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ ABC-ის გადაცემა This Week-თან, ტრამპის კრიტიკული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
ასევე იხილეთ: