ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ჩაატარებს საპრეზიდენტო არჩევნებს, თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ჩაატარებს საპრეზიდენტო არჩევნებს, თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკული განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ იგი უკრაინაში არჩევნებს ჩატარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ერთი პირობით - თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

  • "გთხოვთ გადაეცით პუტინს: მოგვცეს ორი თვე - ცეცხლის სრულად შეწყვეტის 60 დღე, და ჩვენ მოვაწყობთ არჩევნებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ ABC-ის გადაცემა This Week-თან საუბარში.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელმძღვანელის შეცვლა პუტინსაც სურს, მაგრამ ახალი ლიდერის არჩევა მხოლოდ უკრაინელი ხალხის საქმეა.

შეგახსენებთ, გუშინ, 10 ოქტომბერს, დონალდ ტრამპმა ზელენსკი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო გააკრიტიკა.

“ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

  • დღეს კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა შეწყვეტს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.

მისი თქმით, ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამის გაკეთებას არ აპირებს.

"ევროპაში ომის რეალური მიზეზი რუსეთი და მხოლოდ რუსეთია. ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების შეჩერება დღეს უკვე შესაძლებელია, მაგრამ პუტინს ამის გაკეთება არ სურს. უკრაინა მზად იქნება შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, თუ რუსეთი შეწყვეტს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. დეესკალაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი უნდა იყოს ორმხრივი და თან ახლდეს რეალური გარანტიები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

წყარო

ასევე იხილეთ: