"უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას და მნიშვნელოვანია, რუსეთმაც დაუჭიროს მას მხარი - ველოდებით დეტალებს ამერიკული მხარისგან" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას და მნიშვნელოვანია, რუსეთმაც დაუჭიროს მას მხარი - ველოდებით დეტალებს ამერიკული მხარისგან" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას და აღნიშნა, რომ "ენერგეტიკული ზავის" შესახებ ინფორმაცია "მისთვის სიახლე იყო“.

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა Axios-თან საუბრისას დასძინა: "თუმცა, თუ რუსები ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება".

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარი გამართა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან.

  • ზელენსკის ინფორმაციით, ლიდერებთან განიხილა პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული „ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის“ საკითხი.

"ახლახან ვესაუბრე მარკ კარნის, ალექსანდრ სტუბსა და მარკ რუტეს. ჩვენ განვიხილეთ პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული „ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის“ საკითხი. უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმაც დაუჭიროს მას მხარი. ველოდებით დეტალებს ამერიკული მხარისგან. თავის მხრივ, უკრაინა ყოველთვის სრულად უჭერს მხარს დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, ადამიანთა სიცოცხლის დაცვასა და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუცილებელია ომის დასასრულებლად და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად”, - წერს ზელენსკი.

ასევე იხილეთ: