ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ასპარეზობამ გულშემატკივართა აღფრთოვანება გამოიწვია.
სპორტსმენმა მედიასთან შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა:
"ეს არის ჩვენი ომი. სადაც შეგვიძლია, რომ ჩვენი სამშობლო ვასახელოთ და ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრების გარეთ გავიტანოთ, მანდ უნდა იბრძოლო ბოლომდე, მე ასე ვუყურებ.
გადამწყვეტი მომენტი იყო, საქართველოს თემა იყო, ჩემი ფეხი არაფერ შუაშია, მე ასე ვფიქრობ. გმირობა ჩვენ სისხლში გვაქვს და ამაში გასაკვირვი არფერია. დღეს აქ სჭირდება ჩემს სამშობლოს და აქ ვარ, ღმერთმა არ ქნას , სხვაგან დასჭირდეს, იქ ვიდგები ისე, როგორც საჭიროა." - განაცხადა ბექაურმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მოუვიდა ფეხზე, ბექაურმა უპასუხა: " არ ვიცი, ღმერთის წყალობით, იმედია მარტივად გამოვძვრებით".
ასევე იხილეთ: