ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ასპარეზობამ გულშემატკივართა აღფრთოვანება გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენმა ცალ ფეხზე სერიოზული ტრავმა მიიღო, ნატკენი ფეხით ფრანგი ძიუდოისტი გადამწყვეტ ბრძოლაშიც დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს გაამარჯვებინა.
რეჟისორი სანდრო ელოშვილი ამასთან დაკავშრებით ემოციურ პოსტს ავრცელებს.
"სპორტი მარტო გამარჯვებისთვის არ მოუგონიათ, იმ გამარჯვებით ადამიანებს სიამოვნება უნდა მიანიჭო, გაახარო და თავი შეაყვარო! ახლა რაც ბაქოს ჯუდოს ჩემპიონატზე მოხდა, ეს სპორტზე მეტია და უფრო სამშობლოს ნიშნავს! მოკლედ ბოლო დღეს არის ხოლმე გუნდური შეჯიბრება, ბრინჯაოს შანსი მაინც რომ გვქონოდა, ძალიან ძლიერ საფრანგეთთან უნდა მოგვეგო… სულ ოთხამდეა, 3-3 შემთხვევაში კი კიდევ ერთი ბრძოლა ემატება. დემეტრაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა თავისი მოიგეს… და ამ დროს ლაშა ბექაურმა პირველივე წამებზე ისეთი ტრავმა მიიღო, ვეღარც დადიოდა, ფეხს ვერ ასწორებდა… პირველად ვნახე ამ კაცზე ტკივილის ცრემლები! ნუ, ვიფიქრე ალბათ შეჩერდება და ტექნიკური წაგება ჩაგვეთვლება მეთქი… რა შეჩერდება? ვინ შეჩერდება?! ნუ, მოწინააღმდეგეც დიდად არ აკლებდა ნატკენ ფეხზე ჩაჭერას… ხოდა, ნუ გააქანა და მოუგო!
და ცალკე სანახავი იყო ეს ცრემლიანი კაცი მხარში ამომდგარ თანაგუნდელებს რომ გაჰყავდათ… მარტო მედლები არაა გამარჯვება, ფინალიც ეს იყო და ყველა მედალი ერთად… თორემ ოქროები სახლში ამას რომ აქვს, ისეთი უნდა! შენ გენაცვალე მე, ბიჭო! შენ საქართველო ახარე! შენ ასეთი სიამაყის ცრემლებით გვაყურებინე შენს საქმეზე და მანქანით ვეფხვი კი არა, მთელს ზოოპარკთან ერთად ჩაგიჯდები და გვატარე სადაც გინდა! ლაშა ბექაურს გაუმარჯოს" - წერს სანდრო ელოშვილი.
ასვე იხილეთ: