მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ფასები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო იზრდება. ფასები იზრდება ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რატომ ადანაშაულებენ მას ომის გაგრძელებაში, ზელენსკიმ უპასუხა: "იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა ვერ იპოვეს პუტინის შეჩერების გზა“.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეამციროს და ის დათანხმდა.
"ეს სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთის პრობლემა არ არის. ეს უფრო რუსეთის პრობლემაა, სადაც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ებრძვიან და უკრაინა რუსეთში დიზელის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აფეთქებს, რადგან ისინი ნავთობგადამუშავების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე და ვუთხარი: "ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები უნდა შეამციროთ“, მან მითხრა: "ალბათ, ასე მოვიქცევით“, - აღნიშნა ტრამპმა.
ასევე იხილეთ: