"ეს ჩვეულებრივი რუსული პოლიტიკის ნაწილია. ამაში სიურპრიზი არაფერი არ არის“, - ასე აფასებს "ბიზნესპრესნიუსთან“ "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი თემურ ჭყონია რუსეთის მიერ ქართული კომპანიების პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ აკრძალვას.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალურმა ზედამხედველობის სამსახურმა ქართული კომპანიების ნაწილის პროდუქციის იმპორტსა და მიმოქცევაზე დროებითი სანიტარული ღონისძიება გამოაცხადა. 2026 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, შეზღუდვა რამდენიმე მსხვილ ქართულ მწარმოებელს შეეხო.
აკრძალული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების ჩამონათვალში არიან: "თელიანი ველი“, "თბილღვინო“, "ძმები ასკანელები“, "ვაინმენი“, "ქართული ლუდის კომპანია“, "კოკა-კოლა“ და "ნაბეღლავი“. განაგრძეთ კითხვა
ასევე იხილეთ: