საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას შეცვლის.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, რუსეთი ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ ფედერალური ზედამხედველობის სამსახური წერილს აქვეყნებს.
აკრძალვა კი შეეხება შემდეგ კომპანიებს: "თელიანი ველი“; "თბილღვინო“; "ძმები ასკანელები“; "ვაინმენი“; "ქართული ლუდის კომპანია“; "კოკა-კოლა“; "ნაბეღლავი“.
ასევე იხილეთ: