ავტორი:

“UFO-ები ეშმაკის მიერ მოვლენილი დემონებია“ - NASA-ს ყოფილი ასტრონავტის სკანდალური განცხადება: რას ამტკიცებს ადამიანი, რომელმაც მთვარეზე გაიარა?

“UFO-ები ეშმაკის მიერ მოვლენილი დემონებია“ - NASA-ს ყოფილი ასტრონავტის სკანდალური განცხადება: რას ამტკიცებს ადამიანი, რომელმაც მთვარეზე გაიარა?

NASA-ს ყოფილი ასტრონავტი ჩარლზ დიუკი აცხადებს, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები (UFO) სინამდვილეში დემონებია, რომლებიც ანგელოზების სახით ინიღბებიან, რათა კაცობრიობა რწმენასა და ჭეშმარიტებას ჩამოაშორონ. 91 წლის ყოფილი კოსმონავტის სკანდალურმა განცხადებებმა საერთაშორისო მედიისა და საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო.

ჩარლზ დიუკი 1972 წელს, 36 წლის ასაკში, Apollo 16-ის მისიის დროს გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც მთვარეზე გაიარა. იგი ასევე ასრულებდა მთვარის მოდულის პილოტის მოვალეობას და იყო კავშირგაბმულობის ოფიცერი (CAPCOM) ისტორიული Apollo 11-ის მთვარეზე დაჯდომისას.

Christian Broadcasting Network-ის ეთერში გამოსვლისას 91 წლის ასტრონავტმა განაცხადა, რომ ამო-ები “ანგელოზებად გადაცმული დემონებია“. თავისი პოზიციის დასამტკიცებლად მან ბიბლიური მუხლი მოიშველია - კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლე (11:14), სადაც წერია: “თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“.

“უფალი ამბობს, რომ ის, რასაც ვხედავთ, რეალურია, თუმცა ეშმაკს შეუძლია სინათლის ანგელოზად მოგვევლინოს. შეგიძლიათ დამცინოთ, თუ გსურთ, თუმცა... ეს არის ის, რაც ღმერთმა მანახა და მე ჩემს პოზიციას ვინარჩუნებ“, - განაცხადა დიუკმა.

მისი თქმით, ეს კოსმოსური დემონები ცდილობენ ადამიანები ჭეშმარიტებას ჩამოაშორონ. დიუკი იხსენებს, რომ წლების წინ ლოცულობდა და უფალს ნიშანს სთხოვდა: თუ მისი ახლო მეგობარი ბიზნესმენი, რომელიც მსგავს თემებზე არასდროს საუბრობდა, მეორე დილას UFO-ებზე ჩამოაგდებდა სიტყვას, ეს მის ეჭვებს დაადასტურებდა. მეორე დილას მეგობარმა მართლაც მიიწვია იგი UFO-ებზე დასალაპარაკებლად.

ასტრონავტმა აღნიშნა, რომ როტარი-კლუბებში გამოსვლისას ამ თემაზე საუბრის გამო ხშირად დასცინოდნენ და სცენიდან აგდებდნენ, თუმცა იგი თავის შეხედულებას არ იცვლის. აღსანიშნავია, რომ მთვარეზე ფრენების განმავლობაში დიუკს უცხოპლანეტელებთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონია.

დიუკი არ არის ერთადერთი, ვინც UFO-ებთან დაკავშირებით რელიგიურ ინტერპრეტაციას ემხრობა.

ფლორიდელმა კონგრესმენმა ენ პოლინა ლუნამ სოციალურ ქსელ X-ში ეზეკიელის წიგნიდან ფრთიანი ანგელოზის ფოტო გამოაქვეყნა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მარტში პოდკასტერ ბენი ჯონსონთან ინტერვიუში განაცხადა: “არ ვფიქრობ, რომ ისინი უცხოპლანეტელები არიან. მე მიმაჩნია, რომ ისინი დემონები არიან“.

წყარო

იხილეთ ასევე: