რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო დაუდგინდა მას შემდეგ, რაც ქირურგებმა მას მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს.
71 წლის პაპი გუშინ რომის “ჯემელის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს იმ წარმონაქმნის მოსაშორებლად, რომელიც ექიმებმა რუტინული სამედიცინო შემოწმებისას ფილტვზე აღმოაჩინეს. რომის პაპის მთავარმა ქირურგმა, დოქტორმა სტეფანო მარგარიტორამ და მისმა პირადმა ექიმმა, დოქტორმა ლუიჯი კარბონემ განაცხადეს, რომ ოპერაცია დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა და წარმატებით, ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა.
სამედიცინო ბიულეტენის თანახმად, ოპერაციის შემდეგ პაპი გონზე მოვიდა და საავადმყოფოს პალატაში გადაიყვანეს.
იხილეთ ასევე: