ავტორი:

“ამას ვამბობ პირველად...“ - გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი აქამდე უცნობ დეტალზე საუბრობს: რა ინფორმაციას ფლობს ტარიელ კაკაბაძე?

“ამას ვამბობ პირველად...“ - გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი აქამდე უცნობ დეტალზე საუბრობს: რა ინფორმაციას ფლობს ტარიელ კაკაბაძე?

12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გადაცემაში “VERSUS ირინა ტორონჯაძესთან ერთად“ გამოძიების მიმდინარეობაზე საუბრობს და მისი თქმით, მზად არის ახალ გამომძიებელს მნიშვნელოვანი დეტალები თავად გადასცეს.

  • “ამას ვაჟღერებ პირველად. მაქვს ინფორმაცია გურამ დადიანიძის მობილურთან დაკავშირებით, სად ინახება, როგორ ინახება და მზად ვარ საქმის ახალ გამომძიებელს ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდო, რომელიც დავინახავ რომ იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ საქმე გამოიძიოს.

აღნიშნული ტელეფონი გურამმა ნამდვილად დატოვა მამიდასთან. გურამი რჩებოდა მამიდასთან როდესაც წავიდნენ მლეთაზე და აღნიშნული ტელეფონი გურამმა ნამდვილად დატოვა მამიდასთან.

რაც შეეხება ტელეფონს, სად არის და როგორ არის - მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, გამოძიებას აუცილებლად ექნება აღნიშნული ტელეფონი, “ - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

მისი თქმით, სვამს კითხვას, საერთოდ იყო თუ არა ასული გურამ დადიანიძე მოსალოცად ლომისაზე? - “ვის სჯერა რომ 16 ბავშვიდან ერთმა ერთი ფოტო, ან ერთწამიანი ვიდეო არ გადაიღო? ისმის კითხვა, ვინმე ხომ არ მალავს საერთოდ ამ ფოტოებს?

არ არის დამაჯერებელი ვერსია, რომ ასვლის ან ჩამოსვლის დროს ფოტო არ გადაიღეს. ეს აბსურდია,“ - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე სრულიად გამოირიცხა მეწყრის ვარაუდი. ხოლო გურამ დადიანიძის ქვაზე ჩამოჯდომის შესახებ თითოეული მოწმე, რომელიც 12 წლის წინ მლეთაში იმყოფებოდა, რადიკალურად სხვადასხვა რამეს ჰყვება.

იხილეთ ასევე: