12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ გურამ დადიანიძის საქმე სხვა გამომძიებელს გადაეცა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, დადიანიძის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 2014 წლიდან მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.
ასევე იხილეთ: