ავტორი:

უშეღავათო ბრძოლა, გოლების წვიმა, შეცვლაზე შემოსული "კვარა" - მანჩესტერ სიტისა და პსჟ-ს ცეცხლოვანი მატჩის მთავარი მომენტები

უშეღავათო ბრძოლა, გოლების წვიმა, შეცვლაზე შემოსული "კვარა" - მანჩესტერ სიტისა და პსჟ-ს ცეცხლოვანი მატჩის მთავარი მომენტები

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მეორე ტურში პსჟ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" უპირისპირდება. პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგო სკამზე დატოვა და "ქალაქელების" წინააღმდეგ "ეტიჰადზე" ასეთი შემადგენლობა გამოიყვანა:

საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ფაბიანი, ვიტინია, ზაირ-ემერი, აკლიუში, დუე, დემბელე.

  • მატჩი პსჟ-ს აქტიური შეტევებით დაიწყო და საწყის წუთებშივე მოახერხეს კიდეც დაწინაურება - მე-12 წუთზე დეზირე დუემ ანგარიში გახსნა, ხოლო მე-15 წუთზე უსმან დემბელემ. პარიზელების უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

32-ე წუთზე გოლი ვიტინიამაც გაიტანა - 0-3

პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმში სიტიმ გაიტანა - 53-ე წუთზე საფონოვის კარი ჰალანდმა აიღო. 63-ე წუთზე კვლავ პარიზელებმა გაიტანეს. ამჯერად თავი აკლიუშიმ გამოიჩინა.

ხვიჩა კვარაცხელია თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. მან დეზირე დუე შეცვალა.

75-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა და ანგარიში 2-4 გახდა. 90-ე წუთზე პსჟ-მ 11-მეტრიანი მოიპოვა, თუმცა ფერან ტორესმა მისი გამოყენება ვერ შეძლო და საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 2-4 პარიზული კლუბის გამარჯვებით დასრულდა.