ავტორი:

რა შეფასება მიიღო შეცვლაზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ვინ იყო საუკეთესო სიტი-პსჟ-ს მატჩში?

რა შეფასება მიიღო შეცვლაზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ვინ იყო საუკეთესო სიტი-პსჟ-ს მატჩში?

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მეორე ტურში პსჟ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" უპირისპირდება. პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგო სკამზე დატოვა და "ქალაქელების" წინააღმდეგ "ეტიჰადზე" ასეთი შემადგენლობა გამოიყვანა:

საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ფაბიანი, ვიტინია, ზაირ-ემერი, აკლიუში, დუე, დემბელე.

მატჩი პსჟ-ს აქტიური შეტევებით დაიწყო და საწყის წუთებშივე მოახერხეს კიდეც დაწინაურება - მე-12 წუთზე დეზირე დუემ ანგარიში გახსნა, ხოლო მე-15 წუთზე უსმან დემბელემ. პარიზელების უპირატესობა ორბურთიანი გახადა.32-ე წუთზე გოლი ვიტინიამაც გაიტანა - 0-3.

პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმში სიტიმ გაიტანა - 53-ე წუთზე საფონოვის კარი ჰალანდმა აიღო. 63-ე წუთზე კვლავ პარიზელებმა გაიტანეს. ამჯერად თავი აკლიუშიმ გამოიჩინა.

ხვიჩა კვარაცხელია თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. მან დეზირე დუე შეცვალა.75-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა და ანგარიში 2-4 გახდა. 90-ე წუთზე პსჟ-მ 11-მეტრიანი მოიპოვა, თუმცა ფერან ტორესმა მისი გამოყენება ვერ შეძლო და საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 2-4 პარიზული კლუბის გამარჯვებით დასრულდა.

ანალიტიკურმა საიტმა ფეურთელების თამაში ასე შეაფასა: დეზირე დუე 8,8, ერლინგ ჰალანდი - 8.8, ნდიაიე - 7.8, უსმან დემბელე 7,7, ვიტინია 7,7, მენდეში - 7,6, რუისი - 7,5, ხვიჩა კვარაცხელია 6,4.