ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი 9 ოქტომბერს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, პატიმარი 6-კაციან საკანში 5 თანამესაკნესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის საწოლიდან გადმოვარდა და ძირს სახით დაეცა. სწორედ მასთან ერთად მყოფმა პატიმრებმა დაუძახეს ციხის ადმინისტრაციას დახმარების გაწევის მიზნით, თუმცა, ექიმმა პატიმრის გადარჩენა ვერ შეძლო.
ციხის ადმინისტრაციამ შესაბამის უწყებას ინფორმაცია მიაწოდა და ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
იხილეთ ასევე: