ავტორი:

“რა დაემართა ლიმას?“ - გულშემატკივრები სუპერმოდელს ამჯერად წონის ზედმეტად კლების გამო აკრიტიკებენ: უახლესი ფოტოები

“რა დაემართა ლიმას?“ - გულშემატკივრები სუპერმოდელს ამჯერად წონის ზედმეტად კლების გამო აკრიტიკებენ: უახლესი ფოტოები

ადრიანა ლიმას გარეგნობა და მისი წონის ცვლილებები ბოლო პერიოდში მუდმივად იქცევს მედიისა და საზოგადოების ყურადღებას. მას შემდეგ, რაც მოდელმა მესამე შვილის გაჩენის გამო წონაში მოიმატა, საზოგადოება აკრიტიკებდა.

სუპერმოდელმა 2 წლიანი აქტიური ვარჯიშისა და კვების რეჟიმის დაცვის შემდეგ სასურველ ფორმაში ჩადგომა შეძლო, თუმცა ამჯერად ფანები მის ზედმეტ სიგამხდრეს აკრიტიკებენ.

ლიმა სამშაბათს, ნიუ-იორკში, Today შოუზე მიმავალი შენიშნეს. 45 წლის ბრაზილიელ მოდელს ყავისფერი პიჯაკი და შარვალი ეცვა, ზემოდან კი შავი, ფუმფულა ქურთუკი მოირგო. მან თეთრი და შავი Adidas-ის სპორტული ფეხსაცმელი დაამატა, მუქი თმა კი უკან გადაწეული ჰქონდა.

ლიმას სახე მთლიანად ღია რუჟით, თვალისმომჭრელი ტუშით და ატმისფერი მქრქალი პომადით ჰქონდა შეღებილი.

მეორედ კი მონოქრომული ლუქით გამოჩნდა, რომელში მართლაც თვალისმომჭრელი იყო.

სუპერმოდელმა ფანების კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც REVOLVE Magazine-ის გლამურული ღონისძიებისთვის იპოზიორა. გულშემატკივრებმა მალევე შენიშნეს მისი წონის დაკლება, რასაც სოციალურ ქსელში უამრავი კომენტარი მოჰყვა.

საზოგადოების და ფანების ნაწილი ღიად გამოთქვამს შეშფოთებას, ზოგიერთი კი ვარაუდობს, რომ ასეთი სწრაფი ცვლილება შესაძლოა ჰოლივუდში პოპულარული წონის დასაკლები მედიკამენტების დამსახურება იყოს.

“რა დაემართა ლიმას?

ის იდეალური იყო...“ - წერენ მოდელის გულშემატკივრები.

აღსანიშნავია, რომ თავად მოდელი და მისი წარმომადგენლები წონის კლებას ძირითადად ინტენსიურ ვარჯიშებს, მძიმე ფიზიკურ აქტივობასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაწერენ, თუმცა თემა სოციალურ ქსელებში კვლავ პოლემიკის საგნად რჩება.

ადრიანა ლიმა 2026 წლის Victoria's Secret-ის მოდის ჩვენებაზე 18 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში გამოჩნდება.

ლიმა 2024 წელს დაქორწინდა 45 წლის კინოპროდიუსერ ანდრე ლემერსზე. მათ 2022 წლის აგვისტოში შეეძინათ პირველი შვილი, ვაჟი, სახელად ციან ლიმა ლემერსი. მას ასევე ჰყავს ქალიშვილები, 16 წლის ვალენტინა და 13 წლის სიენა, ყოფილ ქმართან და სერბ კალათბურთელ მარკო იარიჩთან, რომელთანაც 2014 წელს დაშორდა.

წყარო

იხილეთ ასევე: