აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი სამხედრო ფსიქიატრის, ნიდალ მალიკ ჰასანის სიკვდილით დასჯა, რომელსაც ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის უმაღლესი სასჯელი მიუსაჯეს პირდაპირ ეთერში აღარ გადაიცემა.
ეს იქნება აშშ-ის არმიაში დახვრეტით სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა 1945 წლის შემდეგ.
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა:
"სიკვდილით დასჯის ტრანსლირება, რომლის ნახვაც მთელ მსოფლიოს შეეძლებოდა, გახდებოდა ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი და აჩვენებდა, თუ როგორ უსწორდება ამერიკა ტერორისტებსა და ჰასანისნაირ ნაძირლებს, მაგრამ ბევრი ძალიან კარგი ადამიანი, კეთილი განზრახვებით, არ ისურვებდა მისი სიკვდილისთვის თვალის დევნებას“.
"მას სიკვდილით დასჯიან, როგორც დაგეგმილია - დახვრეტით, მაგრამ ეს მოვლენა არ ტრანსლირება, ამასთანავე, მსხვერპლთა უახლოეს ნათესავებს შეეძლებათ პირადად დაესწრონ სიკვდილით დასჯას, თუკი ამას ისურვებენ... ისინი იმსახურებენ ნახონ, როგორ ზეიმობს სამართლიანობა!“ - აღნიშნა ტრამპმა.
ნიდალ მალიკ ჰასანი დაიბადა 1970 წელს ვირჯინიის შტატში, პალესტინელი ემიგრანტების ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სამხედრო სამსახური დაიწყო აშშ-ის არმიაში, რათა უმაღლესი განათლების დაფინანსება მიეღო.
ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მან სწავლა გააგრძელა შეიარაღებული ძალების სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში (USUHS), სადაც მიიღო ექიმის ხარისხი. მოგვიანებით მან მუშაობა დაიწყო აშშ-ის არმიის ფსიქიატრად და მაიორის წოდებას მიაღწია.
2000-იანი წლების ბოლოს, ვოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში მუშაობისას, ჰასანის ქცევამ კოლეგების შეშფოთება გამოიწვია. ის ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კამპანიების გამო და აცხადებდა, რომ მუსლიმი ჯარისკაცები არ უნდა იბრძოდნენ თანამოძმეების წინააღმდეგ.
გამოძიებამ მოგვიანებით დაადგინა, რომ ჰასანს ელექტრონული მიმოწერა ჰქონდა ანვარ ალ-ავლაკისთან - "ალ-ქაიდას“ ერთ-ერთ ცნობილ იდეოლოგთან და სასულიერო პირთან. მიუხედავად იმისა, რომ FT/FBI-ის სპეცსამსახურებმა ეს მიმოწერა ჯერ კიდევ 2008 წელს დააფიქსირეს, ჰასანი მაშინ საფრთხედ არ მიიჩნიეს და საქმე დახურეს.
2009 წლის 5 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ავღანეთში უნდა გაეგზავნათ, ჰასანი ტეხასის შტატის ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე, სამხედროების მომზადების ცენტრში შევიდა. მან ნახევრად ავტომატური პისტოლეტით (FN Five-seven) ცეცხლი გაუხსნა უიარაღო ჯარისკაცებს.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი (12 ჯარისკაცი და 1 სამოქალაქო პირი, რომელიც ორსულად იყო) და დაშავდა 32.
დაკავება: სროლისას ბაზის პოლიციელმა მარკ ტოდმა ჰასანს რამდენიმე ტყვია მოახვედრა და დააკავა. მიღებული ჭრილობების შედეგად ჰასანის ქვედა კიდურები პარალიზებული დარჩა და მას შემდეგ ეტლით გადაადგილდება.
2013 წელს გამართულ სამხედრო ტრიბუნალზე ჰასანმა უარი თქვა ადვოკატების დახმარებაზე და საკუთარ თავს თავად იცავდა. მან განაცხადა, რომ თავისი ქმედებით სურდა "დაეცვა თალიბები და მუსლიმები აშშ-ის აგრესიისგან“.
სამხედრო ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მას 13 მუხლით წინასწარ განზრახული მკვლელობა და 32 მუხლით მკვლელობის მცდელობა დაუმტკიცა და ერთსულოვნად გამოუტანა სიკვდილით დასჯის განაჩენი. წლების განმავლობაში ის კანზასში, ფორტ ლივენვორტის სამხედრო ციხეში იმყოფებოდა.
2009 წელს ჰასანმა ტეხასში, ფორტ-უდის სამხედრო ბაზაზე, 13 უიარაღო ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩაცხრილა და კიდევ 32 ადამიანი დაჭრა. აშშ-ის სამხედრო სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
იხილეთ ასევე: