პარიზში კვლავ მოხდა შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, იყო მაროდიორობის შემთხვევებიც - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანს-პრესი (AFP) ავრცელებს.
მასშტაბური საპროტესტო ტალღა საფრანგეთში გუშინ, 17 ოქტომბერს დაიწყო. სკოლებში არსებული მძიმე პირობებისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები მასობრივ ძალადობაში, დარბევებსა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა
მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება "ქმედებების ჩამდენთა გამოსავლენად, რათა მათ სასამართლოს წინაშე აგონ პასუხი“.
გუშინ მომხდარი შეტაკებების დროს, დემონსტრანტებმა დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, მათ შორის ლიმოჟში, სადაც მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.


TF1info-ს ინფორმაციით, პარიზში, მაგენტას ბულვარზე, მსვლელობისას ერთ-ერთ მომიტინგეს გულის შეტევა დაემართა.
პოლიციის წყაროს ცნობით, მამაკაცი შატო დ’ოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა ის საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.
ასევე იხილეთ: