ავტორი:

"ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო ეს ქორწინება... მაგრამ გამოცდილება ძალიან დიდი და კარგი მივიღე"- ნინი ქარსელაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე

"ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო ეს ქორწინება... მაგრამ გამოცდილება ძალიან დიდი და კარგი მივიღე"- ნინი ქარსელაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ გადაცემაში "ნოესთან" თავისი ცხოვრების რთულ პერიოდებზე ისაუბრა. ყველზე ემოციური მისთვის დედის, ხათუნა ჟორდანიას მძიმე დიაგნოზზე საუბარი აღმოჩნდა. როგორც მომღერალმა განაცხადა, დედის ავადმყოფობის შემდეგ ბევრი რამ გადააფასა.

"ასაკი რომ მემატება ძალიან განვიცდი, რომ მამაჩემს ის ვერ გავუკეთე, რაც - ხათუნას. ჩემს თავს ამას ვერ ვაპატიობ. პირველად ვამბობ ამას შენს გადაცემაში. მაშინ გამოუცდელი ვიყავი, პატარა. მგონია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ვერ ვიბრძოლე სათანადოდ მის გადასარჩენად.

ალბათ, ეს განსაცდელები ხომ გვზრდის, ბევრ რამეს ვსწავლობთ. ის ნინი, რომელიც იყო ცოტა უფრო აფექტური, პირდაპირი და მხიარულიც, ახლა ნაკლებად ვარ ასეთი. მაქსიმალურად ვცდილობ არ გამიფუჭდეს ხასიათი. უფრო მშვიდი ვარ. ბევრს ვფიქრობ, ადრე უფრო რისკიანი ვიყავი. ახლა ბევრს ვიფიქრებ და გადაწყვეტილებას მერე მივიღებ.

ადამიანები გადავაფასე, პირველ რიგში. ამ პერიოდში ისეთი ადამიანები დავინახე და ისეთმა ადამიანებმა აჩვენეს თავანთი სახე კარგადაც და ცუდადაც... მეგობრებმა მათ შორის. საკმაოდ გაიცხრილა ჩემი სამეგობრო. ყველა ჩემი მეგობარი არის ჩემი ოჯახის წევრი. ადრე თუ არ იყო პრიორიტეტი რომ სახლში ჩემს საყვარელ ადამიანებთან ბევრი დრო გამეტარებინა, ახლა ძალიან დიდ დროს ვუთმობ ხათუნას, ანასტასიას, ზურას, რადგან ჩვენ, ფაქტობრივად, სიკვდილს ვაჯობეთ, ჩვენ დავამარცხეთ სიკვდილი." - განაცხადა ნინი ქარსელაძემ.

  • მომღერალი მეგობრების მიმართ განცდილ იმედგაცრუების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მეგობრის მხრიდან ღალატი არ დაუმსახურებია.

"მეგობარი ჩემთვის არის ჩემი სულის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. დამეფიცება, რომ ჩემი მეგობრებისთვის შეუძლებელი შემიძლია შევძლო. ბევრჯერ მიღალატეს. გადის წლები, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ხომ ამბობენ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. ისეთი რაღაც დაუბრალებიათ, რისი ღირსიც არ ვიყავი. დედას და შვილს აქვს უთანხმოება, ეს ჩვეულებრივი მომენტია. ბევრი რაღაც შემშლია შეიძლება, მაგრამ ღალატი არ დამიმსახურებია, რადგან მე არ მიღალატია ჩემი მეგობრებისთვის." - აღნიშნა მან.

  • რაც შეეხება განქორწინების საკითხს, მომღერალს ამ თემაზე ბევრი არ უსაუბრია. ფაქტობრივად, ერთი წინადადებით შემოიფარგლა: "ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო ეს ქორწინება... მაგრამ გამოცდილება ძალიან დიდი და კარგი მივიღე" - თქვა მან.

გადაცემის წამყვანის შეკითხვა, არის თუ არა სიახლე მის პირად ცხოვრებაში, მომღერალმა უპასუხოდ დატოვა, მხოლოდ გაიღიმა.

ასევე იხილეთ: