მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში 09:00 საათიდან მირონის ხარშვა დაიწყო, რომელიც ხუთშაბათამდე გაგრძელდება, - "დღე და ღამე იქნება მირონის ხარშვა სპეციალური წესით და ხუთშაბათს მოხდება წმინდა მირონის კურთხევა. ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, დღე და ღამე სვეტიცხოვლის ტაძარი ღია იქნება. ეს არის წმინდა მირონი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ნათლობის დროს და რომელსაც იყენებდნენ მეფეების კურთხევის დროს", - ბრძანა გუშინდელი ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
სვეტიცხოველში მირონის კურთხევა დიდ ხუთშაბათს მოხდება. მირონი 20-30 წელიწადში ერთხელ იხარშება და ეს ისტორიული მოვლენაა.