ავტორი:

“აქაურობა საომარ ზონას დაემსგავსა“ - 271 დაკავებული მილანში და 2000-ზე მეტი საფრანგეთში: რა ხდება ევროპაში, სადაც აქციები ისევ გრძელდება (ფოტო/ვიდეო)

“აქაურობა საომარ ზონას დაემსგავსა“ - 271 დაკავებული მილანში და 2000-ზე მეტი საფრანგეთში: რა ხდება ევროპაში, სადაც აქციები ისევ გრძელდება (ფოტო/ვიდეო)

როგორც ჩანს, ფრანგული პოლიციისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ძარცვისა და რბევის ის მასშტაბები, რომლებიც პარიზსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების ძალადობაში გადაზრდის შემდეგ დაიწყო.

ემანუელ მაკრონის კვირა საღამოს გაკეთებული სატელევიზიო მიმართვის შემდეგ, უკვე მეორე ღამეა რაც მამაკაცთა ჯგუფები ცენტრალურ პარიზში მაღაზიებს ძარცვავენ, ათობით ადამიანი “Les Halles“ მდებარე სავაჭრო ცენტრის ვიტრინების ჩამსხვრევასა და საქონლის გატაცებას ცდილობდა. სხვები ქალაქის ჩრდილოეთით, ბელვილის უბანში მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიაში შეიჭრნენ.

ორშაბათს, ღამის პირველ საათამდე ცოტა ხნით ადრე, ცენტრალური პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სავაჭრო ქუჩის “რივოლის“ მახლობლად, შუქნიშანზე ორი მოტოციკლი გაჩერდა: “იქით უნდა წახვიდე, სადაც ბევრი ხალხია და ვიტრინები უკვე ჩალეწილია“, - უთხრა ერთმა მოტოციკლისტმა მეორეს.

რამდენიმე წუთის შემდეგ იმავე ქუჩაზე სათხილამურო ნიღბებით სახედაფარულმა 10-მდე მამაკაცმა ჩამოირბინა, მათ უკან მათ პოლიციის ავტომობილი მოსდევდა.

“მამაკაცები მაღაზიების ვიტრინებს ურტყამდნენ და შიგ შეჭრას ცდილობდნენ, ზოგ ჯგუფს პოლიცია ფეხით, ზოგსაც ავტომობილებით დასდევს, ზოგიერთი ურნებსა და ველოსიპედებს ცეცხლს უკიდებდა. მაღაზიებში შეჭრილი ჯგუფები გამვლელების მიმართ აგრესიულები არ იყვნენ, ამიტომ ადგილობრივ მცხოვრებლებსაც ნახავდით, რომლებიც გვიან ღამით მშვიდად მიდიოდნენ სახლში, მათ გვერდით კი ნიღბიანი მოზარდები გარბოდნენ მოპარული ნივთებით, ეს იმდენად უცნაური იყო, თითქოს ორი სხვადასხვა სამყარო არსებობდა პარალელურ განზომილებაში“, - აცხადებს “Les Halles“ -თან ახლოს მცხოვრები 73 წლის ქალბატონი

იქვე ახლოს, ოპტიკის მაღაზიის ვიტრინა არის ჩალეწილი და სათვალეების თაროები მთლიანად დაცარიელებულია.

როგორც ჩანს, პოლიციისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა კვირა ღამესა და ორშაბათის დილის საათებში ცენტრალურ პარიზში აგორებული დარბევების მეორე ტალღა.

ძარცვაში მონაწილეთა ვინაობა უცნობია. უქმეებზე ცენტრალურ პარიზში დარბევებში მოზარდებიც მონაწილეობდნენ. მარეს უბანში, დიზაინერული სპორტული ფეხსაცმლის ჩალეწილი მაღაზიიდან გამოქცეული ზოგიერთი თინეიჯერი ძლივს იჭერდა ხელში ფეხსაცმლის მრავალრიცხოვან ყუთებს. თუმცა, იქვე დიდი რაოდენობით ნიღბიანი ზრდასრული მამაკაცებიც ჩანდნენ.

ცენტრალური პარიზის იმ ნაწილებში, სადაც შაბათ ღამით პოლიცია არ იმყოფებოდა, ქუჩებში ათობით ადამიანს ნახავდით რომლებიც ხელში ჩახუტებული ფეხსაცმლისა თუ პარფიუმერიის ყუთებით გარბოდნენ. კვირას დილით პარიზის ზოგიერთ სავაჭრო ქუჩაზე მფლობელებს ჩამსხვრეული მინები და ფეხსაცმლის ცარიელი ყუთების გროვები დახვდათ.

იმ ფაქტმა, რომ დარბევები მეორე ღამესაც გაგრძელდა, მაღაზიის მფლობელები ძალიან შეაშფოთა. ზოგი მათგანი საკუთარი ბიზნესის დაცვას ცდილობდა, ზოგი კი მაღაზიიდან პროდუქციას ეზიდებოდა. ცენტრალურ პარიზში მდებარე Adidas-ის მაღაზიის თანამშრომლები ორშაბათ დილით საქონელს დიდ ფურგონში ტვირთავდნენ, რათა ქურდობა აეცილებინათ თავიდან.

“ნუ ნერვიულობთ, მძარცველები არ ვართ“, - ამშვიდებდნენ მუშები გამვლელებს, როდესაც სპორტული კოსტიუმების საკიდები მაღაზიის გარეთ გამოჰქონდათ.

პარიზის რესპუბლიკის მოედანზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და ასობით ადამიანისგან შემდგარ ბრბოზე მიიტანა იერიში. კვირას გვიან ღამით, სებასტოპოლის ბულვარზე ათობით ადამიანი პოლიციის საწინააღმდეგო ლოზუნგებს ყვიროდა და სამართალდამცველების მიმართულებით შუშის ბოთლებს ისროდა. ორშაბათ დილით ქუჩის კუთხეებში დანახშირებული ველოსიპედები და სკუტერები იყო დაგროვილი, ასფალტზე კი დამდნარი საფარის კვალის ნახვა შეგეძლოთ.

“აქაურობა საომარ ზონას ჰგავს, ხალხში საერთო შიში და შფოთვა სუფევს და მათ სურთ ეს განაცხადონ, ამას ვერ ვუარყოფ. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ამსხვრევენ და ანადგურებენ უკვე ზღვარს გადადიან“, - განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, როდესაც რესპუბლიკის მოედანთან, ჩრდილოეთით მდებარე დანახშირებულ კაფე-ბარს უყურებდა.

  • მილანში საპროტესტო აქციებზე 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მილანში მიმდინარე საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა და პოლიციამ 271 ახალგაზრდა დააკავა.

მილანის ცენტრში რამდენიმე ასეულმა ახალგაზრდამ სანაგვე ურნებს ცეცხლი წაუკიდა. ასევე, ნიღბიანმა ახალგაზრდებმა მაღაზიები გაძარცვეს.

ცნობისთვის, იტალიის დიდი ქალაქები მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებმა 17 ოქტომბერს მოიცვა. დემონსტრანტები ფასების ზრდასა და საჯარო სერვისების ხარისხის დაბალ დონეს აპროტესტებენ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ძალადობა დაგმო და ვითარების განსახილველად მინისტრების საგანგებო სხდომა გამართა.

წყარო

იხილეთ ასევე: