ავტორი:

"ვივამედში“ 21:00 საათზე შემოიყვანეს, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა" - რას ამბობს ზურაბ ჩხეიძე დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ვივამედში“ 21:00 საათზე შემოიყვანეს, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა" - რას ამბობს ზურაბ ჩხეიძე დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

კლინიკა "ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმარი, დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით კვლავ გაწერეს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში.

"დავით ფეიქრიშვილი კლინიკა "ვივამედში“ 21:00 საათზე შემოიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, დაზიანებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებაში მოგაწვდიან. დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გადაყვანილი იყო N18 პენიტენციურ დაწესებულებაში“, - აღნიშნა ჩხაიძემ.