ავტორი:

“ვატო ყიფიანს 7 წლის წინ, ჩემი ოჯახის ამოწყვეტის მცდელობა ჰქონდა, მან რუსი “ქილერი“ დაიქირავა“ - ძმები ფეიქრიშვილების დედა აქამდე უცნობ დეტალებს ასაჯაროებს და დახმარებას ითხოვს

“ვატო ყიფიანს 7 წლის წინ, ჩემი ოჯახის ამოწყვეტის მცდელობა ჰქონდა, მან რუსი “ქილერი“ დაიქირავა“ - ძმები ფეიქრიშვილების დედა აქამდე უცნობ დეტალებს ასაჯაროებს და დახმარებას ითხოვს

“ვატო ყიფიანს 7 წლის წინ, ჩემი ოჯახის ამოწყვეტის მცდელობა ჰქონდა, მან რუსი ქილერი დაიქირავა, რომელსაც განუცხადა, რომ ბავშვის წინაც ჩემი შვილის მკვლელობა შეიძლებოდა და ასეთი ადამიანი შეუყვანეს მას საკანში“, - ამის შესახებ ძმებ ფეიქრიშვილების დედამ ნინო აბრამიშვილმა “ფორმულას“ ეთერში განაცხადა..

  • მისი თქმით, როდესაც დაქირავებულმა “ქილერმა“ უთხრა, რომ დავით ფეიქრიშვილი მუდმივად მის მცირეწლოვან შვილთან ერთად გადაადგილდებოდა, ვატო ყიფიანისგან პასუხი იყო ასეთი:

“უპასუხა - ბავშვი პრობლემა არააო. ეს თუ არ იცის ციხის უფროსმა და ამდენი ინფორმაცია არ აქვს, ესეც სირცხვილია. როგორ უნდა შეეშვათ ეს ორი ადამიანი ერთად საკანში? ესენი (იგულისხმება ვატო ყიფიანი, ბილანიშვილი და მესამე პირი) სპეციალურად იყვნენ დაჭერილები და იყო ლაპარაკი იმაზე, რომ 1-2 თვე გაჩერდებით და “ჰოპა-ურათი“ გამოხვალთ ციხიდან.

როგორ შეიძლება ციხის დონეზე გადაწყდეს ეს? ვიღაცა მფარველი ჰყავთ მთავრობაში ძალიან მაღლა,“ - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.

მას კითხვები აქვს ასევე მეორე ვაჟის - გიორგი ფეიქრიშვილის ვენების გადაჭრასთან დაკავშირებითაც.

“მაინტერესებს რანაირად მოხვდა ჩემი შვილის ხელში “ბრიტვა“?. სანამ დათო შუშას გატეხავდა, მანამდე გოგამ გადაიჭრა ვენები, საიდან მოხდა ეს? როცა ჩვენ შეგვაქვს “პერედაჩი“, ყველაფერს ისე ამოწმებენ, რომ არ ვიცი როგორ.

დამრჩენია მხოლოდ ის, რომ მივმართო დიპლომატიურ კორპუსს. დამეხმარონ რაც შეიძლება მალე. ჩემი შვილების სიცოცხლე კიდია ბეწვზე. შეიძლება კიდევ რაღაც მოხდეს და გიორგისაც რამე მოუვიდეს,“ - განაცხადა ძმები ფეიქრიშვილების დედამ.

  • დღეს დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით ფეიქრიშვილი სასტიკად არის ნაცემი.

“დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო - ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და სისხლნაჟღენთები აქვს. მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა (იგივე "კაწრო“), შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. [ძმას] გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა, - განაცხადა პაატა გოგიაშვილმა.

პენიტენციური სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

“დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა, ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: