ავტორი:

“დავით ფეიქრიშვილს აღენიშნება დაზიანებები ზემო კიდურებზე, გუშინ არ ჰქონდა“ - “ვივამედის“ დირექტორი

“დავით ფეიქრიშვილს აღენიშნება დაზიანებები ზემო კიდურებზე, გუშინ არ ჰქონდა“ - “ვივამედის“ დირექტორი

კლინიკა “ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში განმეორებით გადმოიყვანეს, რა დროსაც მას “აღენიშნებოდა დაზიანებები ზემო კიდურებზე“.

  • როგორც ზურაბ ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დავით ფეიქრიშვილის მდგომარეობა მძიმე არ არის და ახლა მიმდინარეობს ჭრილობების დამუშავება. კლინიკაში აცხადებენ, რომ პატიმარს აღნიშნული დაზიანებები გუშინ არ ჰქონია.

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ [დავით ფეიქრიშვილი] შემოყვანილია განმეორებით კლინიკა “ვივამედში". მას აღენიშნება დაზიანებები ზემო კიდურებზე, ახლა მიმდინარეობს ჭრილობების დამუშავება.

გუშინ შემოსვლისას ეს ჭრილობები არ ჰქონდა. მისი მდგომარეობა მძიმე ნამდვილად არ არის, სტაბილურია“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

იხილეთ ასევე: