ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე "ბარსელონას“ 4:2 მოუგო და ტურნირის მესამე დაპირისპირებაშიც გამარჯვებული გამოვიდა.
შეგახსენებთ,კვარაცხელია, რომელიც "სლოვანთან“ სათადარიგოთა შორის იყო, "მანჩესტერ სიტისთან“ კი შეცვლაზე შევიდა, ამჯერად ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ქართველმაც, ტრადიციულად, მშვენივრად ითამაშა, თუმცა, სამწუხაროდ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - მან 58-ე წუთზე ესპარტთან შეჯახებისას მარჯვენა მუხლი დაიზიანა და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. ის აკლიუშმა შეცვალა.
როგორც geo team -ი წერს, ხვიჩა კვარაცხელიას MRI-ს დღეს გადაუღებენ "ბარსელონასთან" მიღებული დაზიანების გამო და მისი ტრავმის სიმძიმეც MRI-ს შემდეგ გაირკვევა.
“ტრავმა სერიოზულია და ეს ჩვენთვის ყველაზე ცუდი სიახლეა", - თქვა ლუის ენრიკემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
"ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგაზე მოგებული მატჩის (4:2) შემდეგ, პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თქვა, რომ ექიმი არაა, ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას, უსმან დემბელეს და მარკინიოსის მდგომარეობას დღეს მაგნიტურ-ტომოგრაფიული შემოწმების შედეგად გაიგებენ.
"სპორტალი" აქვეყნებს ესპანელი სპორტული ფიზიოთერაპევტის ანხელ ვილიანუევას პოსტს სოციალურ ქსელ X-ზე, რომელიც წერს, რომ შეიძლება ხვიჩას 9 თვე გაუცდეს, თუ კვარაცხელიას ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი, ალბათ, ამ სეზონში ვერ ითამაშებს.
იხილეთ ასევე: