ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიას დიაგნოზი ცნობილია: მას რამდენიმე დღეში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება - რა დრო დასჭირდება რეაბილიტაციას?

ხვიჩა კვარაცხელიას დიაგნოზი ცნობილია: მას რამდენიმე დღეში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება - რა დრო დასჭირდება რეაბილიტაციას?

მას შემდეგ რაც პსჟ-ს ქართველმა ვარსკვლავმა ბარსელონასთან შეხვედრის 58-ე წუთზე ესპარტთან შეჯახებისას ფეხის ტრავმა მიიღო, მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.

ცნობილია ხვიჩა კვარაცხელიას დიაგნოზი. Geo Team -ის ცნობით, მან ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა.

“ფეხბურთელი რამდენიმე დღეში ქირურგიულ ოპერაციას გაიკეთებს.

რეაბილიტაციის სავარაუდო ვადა 7-დან 9 თვემდე,“ - წერს Geo Team -ი.

  • “ტრავმა სერიოზულია და ეს ჩვენთვის ყველაზე ცუდი სიახლეა", - განაცხადა მანამდე ლუის ენრიკემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

"ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგაზე მოგებული მატჩის (4:2) შემდეგ, პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თქვა, რომ ექიმი არაა, ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას, უსმან დემბელეს და მარკინიოსის მდგომარეობას დღეს მაგნიტურ-ტომოგრაფიული შემოწმების შედეგად გაიგებენ.

  • ჩვენს ვარსკვლავს სწრაფ გამოჯანმრთელებას და კარიერის კიდევ უფრო ბრწყინვალედ გაგრძელებას ვუსურვებთ.

იხილეთ ასევე: