ავტორი:

რა გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეების აცილების შუამდგომლობის თაობაზე?

რა გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეების აცილების შუამდგომლობის თაობაზე?

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვისას, მოსამართლეების პლენუმის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული შუამდგომლობა მოპასუხე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დააყენეს. მათმა ნაწილმა პლენუმის სრული შემადგენლობის, ხოლო ნაწილმა მხოლოდ რამდენიმე მოსამართლის აცილება მოითხოვა.

პლენუმის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გაახმოვანა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - "ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; "ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, "ფედერალისტური პარტია“ და პარტია "გახარია საქართველოსთვის“.

ასევე იხილეთ: