"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვის შუამდგომლობასაც აყენებს.
როგორც პარტიის წევრმა, ხატია დეკანოიძემ სხდომაზე აღნიშნა, "ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი“.
პლენუმს მივმართავ შუამდგომლობით, რომ დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველობას და რომლის მთავარი ამოცანა ძალის გამოუყენებლობაზე მოაწერინოს საქართველოს სახელმწიფოს ხელი და ზუსტად ეს არის ეს სარჩელი - ძალის გამოუყენებლობაზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ხელმოწერა“,- განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანა წითლიძემ, ცოტა ხნის წინ დააყენა შუამდგომლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, მოწმის სახით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაბარებასთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა.
ასევე იხილეთ: