მას შემდეგ რაც პსჟ-ს ქართველმა ვარსკვლავმა ბარსელონასთან შეხვედრის 58-ე წუთზე ესპარტთან შეჯახებისას ფეხის ტრავმა მიიღო, მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.
ცნობილია ხვიჩა კვარაცხელიას დიაგნოზი. მან ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა.
ფეხბურთელი რამდენიმე დღეში ქირურგიულ ოპერაციას გაიკეთებს. რეაბილიტაციას კი სავარაუდოდ 7-დან 9 თვემდე დასჭირდება.
“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა, ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ.
დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ. ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო.
ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ პირობას ვდებ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით,“ - წერს კვარაცხელია.
იხილეთ ასევე: