ავტორი:

"ეს გზა არ იყო მარტივი, მისთვის არ არსებობს გადაულახავი ბარიერები," - რას წერს ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა

"ეს გზა არ იყო მარტივი, მისთვის არ არსებობს გადაულახავი ბარიერები," - რას წერს ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა

"ძალიან მალე დაიბრუნებს ჩვეულ ფორმას და გულშემატკივრებს კიდევ არაერთხელ გააოცებს მისი დიდებული ფეხბურთით" - ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა, ნიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.

"ძალიან მოკლედ მოგიყვებით მის შესახებ:ხვიჩა, უმაღლესი დონის პროფესიონალია. სულით მებრძოლი, მენტალურად ძლიერი, მიზანდასახული პიროვნება, რომელიც მისი ყველა ოცნების ახდენისთვის იბრძვის ბოლომდე.

ბევრიც აიხდინა უკვე, მაგრამ ეს იმის ნახევარიც არ არის რასაც თავად ელის თავისი თავისგან.

ჯერ ყველაფერი წინ არის. მისი თამაშის სტილი, თავისი ინდივიდუალიზმით, კიდევ უფრო ალამაზებს დღევანდელ ფეხბურთს, პროფესიონალური მიდგომა საქმისადმი და ბოლო წვეთამდე შრომა ეს ის არის რითაც მოვიდა აქამდე და ეს გზა არ იყო მარტივი, მისთვის არ არსებობს გადაულახავი ბარიერები, იცოდეთ რომ ძალიან მალე დაიბრუნებს ჩვეულ ფორმას და გულშემატკივრებს კიდევ არაერთხელ გააოცებს მისი დიდებული ფეხბურთით", - წერს უფროსი კვარაცხელია.

  • ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსელონასთან მატჩის დროს მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე მოედანს ვერ დაუბრუნდება. "კვარას" ქომაგები და მთელი საფეხბურთო სამყარო ამხნევებს. გამამხნევებელი და მხარდასაჭერი კომენტარი მას ლეგენდარულმა კრიშტიანუ რონალდუმაც დაუწერა.

ნახეთ ასევე:

"კვარას" ტრავმა - რა დაზიანებაა, რამდენად მძიმეა, რეაბილიტაციის პერიოდი და სპორტსმენები, რომლებმაც ასეთი ტრავმის შემდეგ წარმატებას მიაღწიეს

"ნუ მისცემ ერთ რთულ პერიოდს უფლებას, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგატანინოს... შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი" - რონალდუს ემოციური მიმართვა "კვარას"