დღეს, სრულიად მოულოდნელი იყო [გურამ დადიანიძის მამისა და მამიდის] დანახვა, ისინი შემოუერთდნენ აქციას. თუმცა, მათთან კომუნიკაცია, საუბარი არ მქონია. მზაობას ვაცხადებ, რომ შევხვდები, როგორც მათ, ასევე სხვა პირებს, - ასე გამოეხმაურა ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამისა და მამიდის მისვლას.
"მოგეხსენებათ, ჩვენი შუამდგომლობა, საქმის თბილისში გადმოგზავნასთან და ახალი გამომძიებლების ჩართვასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და ნამდვილად გვპირდებიან, რომ მთავარ კითხვებზე პასუხი გაეცემა და საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება, რომელთა ჩატარების შედეგადაც, სასურველი შედეგი დაიდება და ქალბატონი სოფო გაიგებს, რა ვითარებაში გაუჩინარდა მისი შვილი. ჩვენ ველოდებით ამ დანაპირების შესრულებას, ველოდებით, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, რომელზეც ვაპელირებდით და არ ჩატარებულა. ველოდებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჯერად მაინც იქნება მოწოდების სიმაღლეზე.
ის ასევე გამოეხმაურა საპროტესტო აქციაზე დადიანიძის მამისა და მამიდის მისვლას.
"ისინი ამ თვეების განმავლობაში ჩემთან კომუნიკაციაზე არ გამოდიოდნენ, არ მესაუბრებოდნენ. უფრო მეტიც, როცა განვაცხადე, რომ მამიდის ნახვის სურვილი მქონდა, მან ჩემთან შეხვედრა და საუბარი არ ისურვა. დღეს კი, სრულიად მოულოდნელი იყო მათი დანახვა, ისინი შემოუერთდნენ აქციას, თუმცა, მათთან კომუნიკაცია, საუბარი არ მქონია. მზაობას ვაცხადებ, რომ შევხვდები, როგორც მათ, ასევე სხვა პირებს, რომლებიც აქამდე გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ, მათ რომლებიც აქამდე თავს მარიდებდნენ. არაერთი ადამიანი არათუ სიმართლის დადგენით არამედ სიმართლის დადგენის მცდელობის გამო ჩემი კრიტიკით იყო დაკავებული, რამდენიმე მათგანისგან ჩემს მიმართ შეცვლილი პოზიცია ვნახე. კარგი იქნება, თუკი, ყველანი, ხელის შეშლის ნაცვლად, დაიწყებენ თანამშრომლობას. მე ამ საქმეში მხოლოდ კეთილი მიზნებით ვარ ჩართული, რომ გამწარებულ დედას და საზოგადოებას, რომელიც ამ საქმითაა დაინტერესებული, დავეხმარო“, - აცხადებს კაკაბაძე.
ცნობისთვის, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედამ და ოჯახმა აქცია გამართეს. ისინი საქმის სწრაფ გამოძიებას ითხოვენ. ასევე, დადიანიძის დედის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საქმის თბილისის პოლიციაში გადმოგზავნა იყო, რაც დაკმაყოფილდა. რაც შეეხება თავად საქმეს, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.
ასევე იხილეთ: