სამართალდამცავების ინფორმაციით, ფოთში 4 შვილის დედა ქმარმა ჯერ ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა 112-ში დილით დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.
მეზობლების თქმით, ოჯახიდან ჩხუბის ხმა არასოდეს გაუგიათ. მათივე ინფორმაციით, ისინი შვილის ქორწილისთვის ემზადებოდნენ.
ძალიან კარგი კაცი იყო, მშვენიერი, მუშა, არ ვიცი რა მოუვიდათ. ძალიან კარგი ოჯახი იყო, ხმა არ გაგვიგონია მაგ ოჯახიდან. " - აცხადებენ გარდაცვლილი ქალის მეზობლები.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული ზაზა კარბაია პოლიციელებს არწმუნებდა, რომ მისი მეუღლე უბედური შემთხვევის შედეგად, გაზის გაჟონვით გარდაიცვალა.
სამართალდამცავების განცხადებით ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ასევე იხილეთ: