სამართალდამცავების ინფორმაციით, ფოთში კაცმა ცოლი მოკლა. ჩვენი ინფორმაციით, მოკლული ქალი ინგა ყალიჩავაა, მის მკვლელობაში ბრალდებული კი მისი ქმარი ზაზა კარბაიაა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა დღეს დილით 112-ში თავად დარეკა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სახლში ქალი გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, როგორც ირკვევა, ძალოვნებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. ერთი ვერსიით, დამნაშავემ ცოლი ბალიშით გაგუდა, რის შემდეგ ოთახში ბუნებრივი აირი გაუშვა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო.
ასევე იხილეთ: