ავტორი:

ცნობილი ხდება, როდის და სად ჩაუტარდება ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია

ცნობილი ხდება, როდის და სად ჩაუტარდება ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია

ცნობილი ხდება ხვიჩა კვარაცხელიას წინასაოპერაციო სამზადისის და სხვა დეტალები. როგორც 90min Georgia ავრცელებს, ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავს ოპერაცია დოჰაში, მიმდინარე კვირაში ჩაუტარდება.

“ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია დოჰაში, Aspetar-ის კლინიკაში, მიმდინარე კვირაში ჩაუტარდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და PSG-ს ვარსკვლავს, კატარის დედაქალაქში ელოდებიან, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც, დღეს, ლონდონში გასამართ 2026 წლის Ballon d'Or-ს ვერ დაესწრება.

არის ვარაუდი, რომ ოპერაციის შემდეგ, შესაძლოა, მისი რეაბილიტაციის ნაწილი კატარშივე გაგრძელდეს, როგორც ეს პრესნელ კიმპემბეს და ლუკას ერნანდესის ხანგრძლივი ტრავმების შემთხვევაში მოხდა,“ - წერს 90min Georgia.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსელონას წინააღმდეგ მატჩში გაიწყვიტა და საფეხბურთო სეზონი ნაადრევად დაასრულა.

იხილეთ ასევე: