კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კლინიკებში, დაახლოებით 250 სერვისზე ფასნამატმა 100% ან მეტი შეადგინა.
“ლექვინაძე რაღაც ფასნამატებზე საუბრობს. მოვიდეს ერთი კლინიკაში და მაჩვენოს 100% იანი კი არა, 10% ფასნამატი და მაინტერესებს მისი სახელფასო ანაზღაურება- აი ფასნამატი და ხელფასნამატი სად იქნება.
1 ღამე იმორიგეოს და არ ჩამოჯდეს, დილით მაინტერესებს რა აზრზე იქნება,“ - წერს ნინო ნადირაძე.
იხილეთ ასევე: