ავტორი:

“ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას კატასტროფულ საფრთხეს უქმნის“ - Anthropic-ი ბირჟაზე ისტორიული გასვლის წინ ინვესტორებს აფრთხილებს

“ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას კატასტროფულ საფრთხეს უქმნის“ - Anthropic-ი ბირჟაზე ისტორიული გასვლის წინ ინვესტორებს აფრთხილებს

ხელოვნური ინტელექტის დეველოპერმა კომპანია Anthropic-მა აშშ-ის საფონდო ბირჟაზე აქციების ისტორიული განთავსების (IPO) დეტალები გაასაჯაროვა და პარალელურად განაცხადა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა კაცობრიობას კატასტროფული ან ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნას.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის შეფასებამ შესაძლოა SpaceX-ის რეკორდულ მაჩვენებელსაც კი გადააჭარბოს.

  • 80.7 მილიარდიანი ზარალი, Nasdaq-ის სიმბოლო ANT და პირველი AI-კომპანია ბირჟაზე

კომპანიას ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია გამოსაშვები აქციების რაოდენობა, მათი ფასი და ბირჟაზე გასვლის ზუსტი თარიღი.

ჩატბოტ Claude-ის შექმნილმა წლის პირველ ნახევარში 16.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი განაცხადა, თუმცა მისი ზარალი 80.7 მილიარდ დოლარს აღემატება.

Anthropic-ი Nasdaq-ის ბირჟაზე სიმბოლოთი ANT დარეგისტრირდება და გახდება პირველი სრულად ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც საჯარო გახდება. საინვესტიციო დოკუმენტებში კომპანიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკოსების, რეგულატორების, მკვლევრებისა და საკუთარი თანამშრომლების მხრიდან გამოითქვა სერიოზული შეშფოთება AI სისტემების მიერ კაცობრიობისთვის შექმნილ საფრთხეებთან დაკავშირებით.

  • “კატასტროფული და ეგზისტენციალური რისკები“ - რა წერია საინვესტიციო განაცხადში?

კომპანიის განცხადებით, განვითარებული AI სისტემები, ჯეროვანი უსაფრთხოების ზომების, ზედამხედველობისა და კონტროლის გარეშე, კატასტროფულ საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისთვის, განსაკუთრებით მათი ბოროტად გამოყენების, ავტონომიურ რეჟიმში გაშვების ან შეიარაღების შემთხვევაში.

Anthropic-ი 5 წლის წინ დააფუძნეს დარიო ამოდეიმ, მისმა დამ - დანიელა ამოდეიმ და კიდევ ხუთმა პარტნიორმა. კომპანიის მთავარმა კონკურენტმა OpenAI-მაც განაცხადა ბირჟაზე გასვლის გეგმების შესახებ, რაც მომავალი წლის დასაწყისშია მოსალოდნელი.

განცხადებებს თან სდევდა კიბერუსაფრთხოების დარღვევების ტალღა, ხოლო კომპანიის ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ტექნოლოგია ვითარდება კაცობრიობისთვის მოსალოდნელი ზიანისგან დაცვის მექანიზმების გარეშე. გარდა ამისა, ელვის პრესლის მუსიკალური უფლებების მფლობელებმა Anthropic-ს სასამართლოში უჩვლეს, ჩატბოტ Claude-ის სწავლებისას ასობით სიმღერის უკანონოდ გამოყენების ბრალდებით.

კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზნად ისახავს იყოს “გაბედული, მაგრამ გონივრული“. წლის პირველ ნახევარში შემოსავალზე მეტი ზარალი დაფიქსირდა, თუმცა კომპანიის განმარტებით, ინვესტიციები მომავალზეა გათვლილი.

Anthropic-ის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული ყველაზე განვითარებული AI მოდელების შექმნაზე. 90-გვერდიან საინვესტიციო დოკუმენტში კომპანიამ დეტალურად აღწერა რისკები, მათ შორის დამოკიდებულება ტაივანურ ჩიპების მწარმოებლებზე, ღრუბლოვან პროვაიდერებსა და აშშ-ის მონაცემთა ცენტრებზე. ასევე აღინიშნა შესაძლო სამართლებრივი და რეგულატორული რისკები, მათ შორის ბავშვების მიერ AI-ის გამოყენება ან სუიციდის რისკის შემცველი ქმედებები.

საფრთხეებთან ერთად, Anthropic-მა ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის უზარმაზარ პოტენციალს, რომელსაც შეუძლია მილიონობით ვირტუალური აგენტის მეშვეობით რევოლუცია მოახდინოს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში. კომპანიის რწმენით, AI არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგია კაცობრიობის ისტორიაში. მას შეუძლია მკვეთრად დააჩქაროს პროგრესი ბიოლოგიასა და მედიცინაში, მათ შორის კიბოსა და ალცჰაიმერის დაავადებების მკურნალობაში.

წყარო

იხილეთ ასევე: