ავტორი:

“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ - ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ - ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

თბილისში 25 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, 26 ოქტომბერს რესტორან “ლისი მერეში“ მოხდა.

როგორც ცნობილი ხდება მოკლული - გური ბოიკო ძმის ქორწილში იმყოფებოდა, როდესაც ჩხუბი ატყდა და სწორედ მაშინ მიაყენეს ჭრილობები.

  • “ეს დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად. გური, დეიდა ჩემთვის შენ ცოცხალი ხარ, არ მჯერა და არასოდეს მივიღებ ამას ღმერთო, გთხოვ, დაიცავი და უპატრონე ჩემს კეთილ დისშვილს,“ - წერს გარდაცვლილის ნათესავი ფაინა ბოიკო “ფეისბუქზე“.

მოკლული წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო.

როგორც ადგილობრივებმა “მთავარი ამბები კახეთიდან“ განაცხადეს, “ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ თბილისში, რესტორან “ლისი მერეში”, ძმის ქორწილში იმყოფებოდა. მათი თქმით, სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ის მოჩხუბართა გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“.

გამოძიება 108- ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: