უმძიმესი დანაშაული, რომლის დეტალებსაც ახლა სამართალდამცავები არკვევენ, გუშინ, 26 ოქტომბერს თბილისში, რესტორან "ლისი მერესთან" ახლოს მოხდა. 25 წლის ახალგაზრდა ბიჭი, გურამ (გური) ბოიკო საკუთარი ძმის ქორწილში მოკლეს. როგორც ბიჭის ახლობელი ამბობს, კონფლიქტი ქორწილში დაიწყო, თუმცა მოჩხუბრები გარეთ გავიდნენ და გური მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა. სწორედ ამ დროს ის დანით დაჭრეს.
“კვირის პალიტრა“ მოკლულის ნათესავს, გვანცა ბუჯიაშვილს ესაუბრა:
“ზოგი ადამიანი ამ სამყაროში ისე მოდის, რომ სხვების ცხოვრებას სინათლით ავსებს. გური სწორედ ასეთი იყო ნათელი, თბილი, გულწრფელი და დაუვიწყარი. გური შენს ასაკს, შენს ოცნებებსა და შენში ჩატეულ სიცოცხლეს კიდევ რამდენი ლამაზი დღე ეკუთვნოდა. გური არ იყო დაოჯახებული. მე მისი ნათესავი ვარ. მაგრამ რომ იტყვიან, ძმაზე ახლოს ვიყავითო, აი ასეთი ურთიერთობა გვქონდა. მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით, ზუსტად ის ანთებული გული ჩაუქრეს ჩვენს ბიჭს, რომლითაც ყველა უყვარდა...
ოჯახისთვის უცნობია მკვლელის ვინაობა. გური აშველებდა და ამ გაშველების დროს ისე, რომ ვერც გაიგო დაუნდობლად გაწირეს. დანით დაჭრეს გულში. დანა ამოღებულია, ექსპერტიზა ტარდება და დამნაშავეს ალბათ მალე დააკავებენ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, მაგრამ ადგილზე უკვე პულსი რთულად ესინჯებოდა. ძალიან დიდი ტკივილია. სიტყვები არ მაქვს, ისე განვიცდი. ორი ძმები იყვნენ, გური უფროსი იყო, მისმა უმცროსმა ძმამ მოიყვანა ცოლი და ბედნიერების დღე ასე დასრულდა. ქორწილი უკვე დასრულებული იყო ეს ტრაგედია რომ დატრიალდა. გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს. კახეთშიც აქვს სახლი, სადაც ძალიან უყვარდა ყოფნა. ყველა ადამიანი ჭირისუფალია დღეს, ვინც გურის იცნობდა”,- ამბობს გვანცა. იხილეთ სრულად
იხილეთ ასევე: