ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა იმ ავბედით საღამოს იხსენებს, როდესაც ბრალდებულის დედისა და ქუჩაში მყოფი ახალგაზრდების შელაპარაკების შემდეგ, განსასჯელის სკამზე მჯდომმა ნიკოლოზ კაპანაძემ მოზარდებს ცეცხლი გაუხსნა - შედეგად, 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
“იმ საღამოს ქალბატონმა ჟოზეფინა (დოდო) ოდიშარიამ “სად გაიზარდეთ, თქვენ უზრდელებოო?!” - ასე მიმართა ბიჭებს, რომლებიც მხიარულად მიემართებოდნენ მანქანაში ჩასაჯდომად, რომლებმაც ბოდიშიც კი მოუხადეს ჟოზეფინას მის უადგილო, საბედისწერო შენიშვნაზე.
ბიჭების მხრიდან მასთან ურთიერთშელაპარაკებას ადგილი არ ჰქონია. ქნ. ჟოზეფინამ და მისმა ოჯახმა ჩემი ოჯახი გაამწარა, ამ ზრდილობიან ბავშვებს უდიდესი ტკივილი მიაყენა ცხოვრების ყველაზე ლაღ და ბედნიერ პერიოდში! მისმა გაზრდილმა მკვლელმა შვილმა ოთხივე ბიჭი სასიკვდილოდ გაიმეტა! მე გავზარდე, მე! თქვენგან განსხვავებით კეთილი, თბილი, სიცოცხლით სავსე ნიკოლოზი!
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას თანადგომისთვის! სამართალი აუცილებლად უნდა აღსრულდეს! ღუნას ბიჭებო, მიყვარხართ!“ - წერს თათია ჩირგაძე.
"სანდო წყაროს" ინფორმაციით, სასამართლოს გადადების მიზეზი პროკურატურის თხოვნა გახდა, რომელმაც გამოძიებისთვის დამატებითი ვადის გამოყოფა ითხოვა. სხდომა გაურკვეველი ვადით გადავადდა.
17 წლის ბიჭი ნიკოლოზ ღუნაშვილი ვერაზე, ხორავასა და შანიძის ქუჩების მიმდებარედ, 22 ივლისს მოკლეს.
სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მისხლობით მიზეზი კაპანაძის დედასა და ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა, რამაც ბრალდებულის აგრესია გამოიწვია.
იხილეთ ასევე: