ფლორიდაში მცხოვრები დედა, რომელსაც ბრალად ედება ოთხი შვილის სახლში მარტო დატოვება ლას-ვეგასში მივლინებით გამგზავრების გამო, პოლიციის ინფორმაციით, შინ დაბრუნებაზე უარს ამბობდა მაშინაც კი, როდესაც სამართალდამცველებმა შეატყობინეს, რომ მისი უმცროსი შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მილერმა, რომელიც რუსეთში დაბადებული ფოტოგრაფია, განაცხადა, რომ პარასკევამდე ლას-ვეგასში დარჩენას აპირებდა და შინ დაბრუნებას ვერ შეძლებდა. ამის შესახებ ოსეოლას ოლქის შერიფის ოფისის კაპიტანმა კიმ მონტესმა Daily Mail-ს განუცხადა.
მონტესის განცხადებით, ბავშვები მამასთან გადაიყვანეს და ისინი "აღტაცებულები“ იყვნენ. აღსანიშნავია, რომ მარკ მილერს მიმდინარე წელს ცოლის, ირინ მილერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით წაყენებული ბრალდება ჰქონდა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით.
მეგობრის თქმით, ადგილზე ბევრი სისხლი იყო.
მას ბრალი წარუდგინეს, მოგვიანებით კი 10 000 დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლო ჩანაწერების მიხედვით, 4 სექტემბერს, თავდასხმის შესახებ წაყენებული ბრალდების შემდეგ, მოსამართლემ მას ცოლთან კონტაქტი აუკრძალა.
ოთხი შვილის მამა, რომელიც უკრაინაშია დაბადებული, წერს, რომ „ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შვილები უსაფრთხოდ ჰყავდეს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ არ მიაჩნია, თითქოს მისი ცოლი "ცუდი ადამიანია“ - მისი აზრით, მან უბრალოდ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რომელთა შედეგებზეც სათანადოდ არ დაფიქრებულა.