ავტორი:

ახალი დეტალები “ისთ-ფოინთში“, მოზარდებს შორის მომხდარი სავარაუდო დაპირისპირების შესახებ - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ახალი დეტალები “ისთ-ფოინთში“, მოზარდებს შორის მომხდარი სავარაუდო დაპირისპირების შესახებ - შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ღამით სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთში“ სავარაუდოდ მოზარდებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

"ისთ ფოინთში" 8-ის 5 წუთზე იყო ჩოჩქოლი და დაპირისპირება. დაახლოებით 15-20 მოზარდი იყო, უმრავლესობა არასრულწლოვანი, მაქსიმუმ 17-18 წლისები შეიძლება ყოფილიყვნენ. გაჩნდა კონფლიქტი, გამეტებით დაიწყეს ერთმანეთისთვის რტყმა, ხელების, ფეხების ქნევა, გაკიდება, დადევნება და უარესად რტყმა, რა თქმა უნდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება. დავინახე, რომ დანა ედოთ ჯიბეებში ორს, თუმცა შეიძლება სხვებსაც ჰქონდათ. ასეთი დაუნდობელი სახეები რომ ჰქონდათ და დანებით იყვნენ შეიარაღებულები, მივიჩნიე, რომ საფრთხე მართლა არსებობდა. რამდენიმე მომენტი ჰქონდა ამ დაძაბულობას, დაახლოებით 10 წუთი მაინც გრძელდებოდა, აქეთ-იქით სირბილი, ამათი გადაძახილი. 10-12 წლის ბავშებიც იყვნენ. ქურდული და არასწორი მსოფმხედველობით გამოირჩეოდნენ. ის იყო შოკისმომგვრელი, რომ 2026 წელს, ციფრულ ეპოქაში, ეგეთი დაინტერესება კიდევ აქვთ ადამიანებს, რომ რაღაცნაირად ერთმანეთი დაუნდობლად მოიგერიონ, სცემონ და შეიძლება მოკლან კიდეც.

მოგვიანებით, 12-ს რომ გადსცდა, გამომძიებლებმა პოლიციიდან დამირეკეს და გადაგვიყვანეს მე და ჩემი მეუღლე როგორც მოწმეები პოლიციის განყოფიულებაში და ღამის 4 საათზე ვმუშაობდით დეტალური მონათხრობის შედგენაზე, გამოკითხვაზე, - ამბობს "პირველებთან" სატელეფონო საუბარში ანი გაჩეჩილაძე.

იხილეთ ასევე: