ავტორი:

პანიკა უკრაინასა და რუსეთში - ჰაკერებმა საგანგებო შეტყობინებების აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული თავდასხმის ცრუ განგაში გაავრცელეს

პანიკა უკრაინასა და რუსეთში - ჰაკერებმა საგანგებო შეტყობინებების აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული თავდასხმის ცრუ განგაში გაავრცელეს

უკრაინასა და რუსეთში ათასობით მოქალაქე ღამის განმავლობაში პანიკამ მოიცვა მას შემდეგ, რაც ჰაკერებმა საგანგებო შეტყობინებების მობილური აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული თავდასხმის შესახებ ცრუ განგაში გამოაცხადეს.

  • “რადიაციული საფრთხე და ჰიპერბგერითი “ორეშნიკი“ - რა მოხდა უკრაინაში?

უკრაინის საჰაერო განგაშის არხის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში დაადასტურეს, რომ აპლიკაციის სისტემაში “არასანქცირებული პირები“ შეიჭრნენ, რის გამოც სერვისის მუშაობა დროებით შეჩერდა.

აპლიკაცია, რომელსაც უკრაინის მოსახლეობა ყოველდღიურად იყენებს რუსული სარაკეტო და დრონების იერიშების შესახებ შეტყობინებების მისაღებად, დროებით გაითიშა მას შემდეგ, რაც მასში გავრცელდა შოკისმომგვრელი ცრუ ცნობები კიევში რადიაციის მაღალი დონისა და ქიმიური თავდასხმების შესახებ.

ერთ-ერთი ყალბი შეტყობინების თანახმად, რუსეთმა თითქოს გაუშვა ჰიპერბგერითი რაკეტა “ორშნიკი“, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია, და მთელი უკრაინის მასშტაბით ბირთვული განგაში გამოცხადდა.

ტექსტი სავსე იყო ორთოგრაფიული შეცდომებით, დაწერილი იყო რუსულ ენაზე და მასში მოხსენიებული იყო ჰაკერული ჯგუფი Hitcore.

რუსულმა Telegram-არხმა Mash-მა, რომელიც უშიშროების სამსახურებთან არის დაკავშირებული, განაცხადა, რომ ჯგუფის წარმომადგენლებს ესაუბრა, რომლებმაც თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს.

მოგვიანებით უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ოფიციალური განცხადება გავრცელეს: “საჰაერო განგაშის აპლიკაცია, როგორც ჩანს, მტრის ზემოქმედების ქვეშ მოექცა. რადიაციული საფრთხე არ არსებობს! შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ადევნეთ თვალი ჩვენს ოფიციალურ ცნობებს“.

ოფიციალურმა პირებმა მალევე გამოაქვეყნეს განგაშის გაუქმების შეტყობინება და განაცხადეს, რომ ყველა საჯარო სისტემა, მათ შორის საჰაერო განგაშის სირენები, შეუფერხებლად მუშაობდა.

  • “3 კვირის საჭმლის მარაგი და სარდაფები“ - კიბერთავდასხმა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე

უკრაინაში მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მობილურ აპლიკაციაზეც განხორციელდა მასშტაბური კიბერთავდასხმა, რამაც ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ყალბი შეტყობინებები გამოიწვია.

რუსეთის მოსახლეობას ყალბად აცნობეს, რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული ქობინები იყო გაშვებული და მოუწოდეს, 3 კვირის სურსათის მარაგი შეეგროვებინათ და სარდაფებს შეაფარონ თავი.

უწყებამ ინციდენტის მასშტაბები დააკნინა და აღნიშნა, რომ ეს აპლიკაცია არ წარმოადგენდა მოსახლეობის ინფორმირების ძირითად არხს და მხოლოდ დამატებით წყაროს შეადგენდა.

წყარო

იხილეთ ასევე: