ავტორი:

"გარდაცვლილი ბავშვი აცრილი არ იყო. ამ დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი გზა წითელას საწინააღმდეგო აცრაა" - მაია ბუწაშვილი აშშ-ში წითელას აფეთქებაზე

"გარდაცვლილი ბავშვი აცრილი არ იყო. ამ დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი გზა წითელას საწინააღმდეგო აცრაა" - მაია ბუწაშვილი აშშ-ში წითელას აფეთქებაზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აშშ-ში ბავშვის წითელათი გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"გუშინ ნიუ-იორკის შტატში წითელას ვირუსით სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. გარდაცვლილი ბავშვი წითელაზე აცრილი არ იყო.

ჯამურად აშშ-ში წითელას ამ ეპიდაფეთქების პერიოდში 5000-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული (უმრავლესობა აუცრელი ან არასრულად აცრილია). არის ლეტალური შემთხვევებიც. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ წითელას მსუბუქი შემთხვევების დროსაც, როდესაც სრულად ხდება სიმპტომების ალაგება, რჩება რისკი, რომ 5-10 წლის შემდეგ გამოვლინდეს წითელასმიერი პანენცეფალიტი.

დაავადება, რომელიც წლების მანძილზე სრულიად უსიმპტომოდ, ფარულად მიმდინარეობს, რომლის მკურნალობა არ არსებობს და ლეტალობა 100%-ს შეადგენს. შესაბამისად, ამ დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება წითელას საწინააღმდეგო აცრაა.

ჰოდა, რა ვიცი, ამ ფონზე აშშ-ში ჯანდაცვის უმაღლესი პირის, რობერტ კენედის ანტივაქსერული განცხადებები რომ ციტატებად მოგყავთ ქართველ ანტივაქსერებს, ცოტა მეტი იფიქრეთ." - წერს მაია ბუწაშვილი.

იხილეთ ასევე: