ავტორი:

მაშველებმა რიონიდან 2 მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს - ნაპოვნია ხევში გადავარდნილი ავტომობილიც

მაშველებმა რიონიდან 2 მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს - ნაპოვნია ხევში გადავარდნილი ავტომობილიც

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა რიონიდან 2 მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს, ნაპოვნია ხევში გადავარდნილი ავტომობილიც.

ქუთაისში, რიონჰესთან მანქანა დღეს, რამდენიმე საათის წინ გადავარდა.

ადგილზე ამ დრომდე შეკრებილია მოსახლეობა. მყვინთავ-მაშველები ავტომობილში მყოფ პირებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: