ავტორი:

“ვინ იფიქრებდა, რომ ცრემლებით გავიხსენებდი“ - რას წერენ მეგობრები რიონში, ტრაგიკულად დაღუპული მოზარდების შესახებ

“ვინ იფიქრებდა, რომ ცრემლებით გავიხსენებდი“ - რას წერენ მეგობრები რიონში, ტრაგიკულად დაღუპული მოზარდების შესახებ

გუშინ, ქუთაისში, რიონჰესთან ახლოს ხრამში მანქანა გადავარდა, რომელშიც ორი, 20 წლამდე ახალგაზრდა იმყოფებოდა.

მაშველები ავტომობილს და მგზავრებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. მყვინთავ-მაშველებმა მოგვიანებით ორი ბიჭის ცხედარი ამოასვენეს.

  • ცნობილია ტრაგიკულად დაღუპულთა ვინაობა - ისინი ქუთაისში მცხოვრები მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი არიან. ცხედრები ამჟამად პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა მიმდინარეობს.

“რამდენი მოგონება გვაქვს ერთად… რამდენი სიცილი, რამდენი ლაპარაკი, რამდენი დაუვიწყარი დღე… ვინ იფიქრებდა, რომ ოდესმე ამ მოგონებებს ცრემლებით გავიხსენებდი. რამდენი რამ დაგვრჩა კიდევ გასაკეთებელი, რამდენი ამბავი მოსაყოლი… ვერ ვიჯერებ, რომ ვეღარ შევხვდებით, ვეღარ გავიცინებთ ერთად. ყველა მოგონება ახლა გულში მტკივნეულად ცოცხლობს. ნეტავ კიდევ ერთხელ შემეძლოს შენთან საუბარი… ძალიან მომენატრები. მადლობა ყველა იმ წუთისთვის, რომელიც ერთად გვქონდა. არასოდეს დაგივიწყებ, ჩემო საუკეთესო მეგობარო. მიყვარხარ ბერდო მუდამ ჩემს გულში იქნები ჩემო ცხოვრება,“ - ემშვიდობება ბერდია ხაბულიანს მისი მეგობარი მარიამ ბარბაქაძე.

ბერდია ხაბულიანი

ავტომობილში ბერდიასთან ერთად იმყოფებოდა მათე ობოლაძეც.

მათე ობოლაძე

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.

იხილეთ ასევე: