აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა და კონგრესზე სრული კონტროლი დაამყარა. ტრამპის მხარდამჭერ შტატებში დემოკრატების გამარჯვებამ ამერიკულ პოლიტიკაში “სეისმური შოკი“ გამოიწვია.
"ამერიკის შეერთებული შტატები არის დემოკრატიის ყველაზე ძლიერი ფუნდამენტი მსოფლიოში! არ იმუშავა მოქმედი ადმინისტრაციის პოლიტიკებმა - ტარიფებს ბუმერნაგის ეფექტი აღმოაჩნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ინფლაცია, საწვავის ფასები, გაჭიანურებული და 47-მილიარდიანი ომი ირანში, გაძვირდა "მაცივრის" გამოღება და ამომრჩეველმაც თავისი განაჩენი გამოიტანა! დემოკრატებმა ძალიან სწორი კამპანია აწარმოეს. რეაპუბლიკურ პარტიას სერიოზული დასკვნების გაკეთება მოუწევს! დაიწყება, ჩემი აზრით, ნელ-ნელა დისტანცირება პრეზიდენტის საგარეო და საშინაო პოლიტიკებისგან! შემდეგი 2 წელი იქნება დიდი აურზაურის პერიოდი აშშ-ში! პრეზიდენტის უფლებამოსილებები მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებში კაპიტოლიუმის გავლენებს მიღმაა! მეორეს მხრივ, ორივე პალატაში დაიწყება სერიოზული გამოძიებების სერია! იქნება იმპიჩმენტებიც! და ერთიც - იმედია დემოკრატებმა რეალურად გააკეთეს სწორი დასკვნები. ზომიერებმა უნდა იმძლავრონ დემოკრატებშიც, თორემ ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, რომ ძალიან გადახრა ნებისმიერ მხარეს უკუშედეგს იღებს! ევროპაში თავისი შიდა პრობლემები და სირთულეებია, მაგრამ ევროპელ პოლიტიკოსებს კარგად ესმით ერთი რამ: ამ არჩევნების შედეგები ნამდვილად არაა მათი გულუბრყვილო აღტყინების საფუძველი, არამედ მათ ავალდებულებს კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებლები გახდნენ და აიღონ პასუხისმგებლობა ევროპის კონტინენტზე." - წერს ბუკა პეტრიაშვილი.
ასევე იხილეთ: