ავტორი:

"მეჩვიდმეტე სართულზე ვართ 30-ამდე ადამიანი, დაკვამლიანების გამო შენობიდან ვერ გავდივართ. მეხანძრეები აქ არიან" - რას ჰყვება "ფორმულას" თანამშრომელი ხანძრის შესახებ

"მეჩვიდმეტე სართულზე ვართ 30-ამდე ადამიანი, დაკვამლიანების გამო შენობიდან ვერ გავდივართ. მეხანძრეები აქ არიან" - რას ჰყვება "ფორმულას" თანამშრომელი ხანძრის შესახებ

ბიზნეს ცენტრ “დელისში“ სადაც ტელეკომპანია “ფორმულა“არის განთავსებული ხანძარია. შენობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების მიზნით, ადგილზე 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკაა მობილიზებული.

  • ტელეკომპანიის ერთ-ერთი გადაცემის პროდიუსერის, თეო გილიგაშვილის თქმით, 30 -ამდე ადამიანი მეჩვიდმეტე სართულზე იმყოფება და ძლიერი დაკვამლიანების გამო შენობიდან გასვლას ვერ ახერხებს.

"30-ამდე ადამიანი ვართ მეჩვიდმეტე სართულზე, ჯერჯერობით ეს არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი მთელს შენობაში. ჩვენ შორის არის გადაცემის ორი სტუმარი, რომლების გადაცემაში უნდა შესულიყვნენ. ერთ-ერთია ზურა გირჩი ჯაფარიძეა.

მეხანძრეები უკვე შენობაში იმყოფებიან" - განუცხადა AMBEBI. GE - ს თეო გილიგაშვილმა.

არხის ჟურნალისტის, სოფო ვარდიაშვილის ინფორმაციით, ნიუსრუმში, სადაც "ფორმულას" თანამშრომლები არიან, ავიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილზე დარჩენა ურჩიეს და უთხრეს, რომ ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილას არიან.

"ამ ეტაპზე კარგად ვართ. ახლა სახანძრო-სამაშველოს თანამშრომლები ამოვიდნენ და გვითხრეს, რომ აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ. კარი გვაქვს დაკეტილი იმიტომ, რომ ძლიერი კვამლია ყველა მხრიდან. ლიფტი გათიშეს. ჩვენ ვცადეთ კიბით ჩასვლა, რაც იყო ძალიან საშიში, იმიტომ, რომ კვამლის გამო ხილვადობა საერთოდ არ იყო და უკან ამოვბრუნდით. ველოდებით შემდეგ ინსტრუქციას“, - განაცხადა სოფო ვარდიაშვილმა.

იხილეთ ასევე: