მოსკოვი ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებას "ცრუ სიგნალების შემცველად" აფასებს და სინანულს გამოთქვამს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამია.
განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მედვედევი-სარკოზის შეთანხმების შესრულება რუსულმა მხარემ 2010 წლის 18 ოქტომბერს დაასრულა, როცა სოფელ პერევიდან რუსული პოსტი გადაიტანა.
"უკეთესი იქნებოდა, თუ ნატო-ელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას უსაფრთხოებისა და კავკასიაში სტაბილურობის საკითხების მიმართ კონსტრუქციულად განაწყობდნენ. რიტუალური ფიცის გამეორება თითქოსდა რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ, ცრუ სიგნალებს იძლევა და სინანულის ღირსია", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ბერლინში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ მიღებულ განცხადებაში მხარეები მოუწოდებენ რუსეთს, გააუქმოს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის ევროკავშირის შუამდგომლობით საქართველოსთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები.