ავტორი:

2 წლის გარდაცვლილი, 23 წლის თემურ ხადურის საქმეზე 3 პოლიციელი დააკავეს - რა ხდება ცნობილი და რას წერს ოჯახის ადვოკატი?

2 წლის გარდაცვლილი, 23 წლის თემურ ხადურის საქმეზე 3 პოლიციელი დააკავეს - რა ხდება ცნობილი და რას წერს ოჯახის ადვოკატი?

2 წლის წინ გარდაცვლილი, 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე პოლიციელები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ლედი ტუკვაძე ავრცელებს.

"მადლობა საქართველოს პროკურატურას!!! მთავარ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს!!! დასავლეთ საქართველოს პროკურორს ზაზა მეტონიძეს!!! ქალბატონ თამარ ბეჟუაშვილს, გიორგი ხაჩიძეს ყველა მედია საინფორმაციო გამოშვებას, განსაკუთრებული მადლობა ნოდარ მელაძეს და მის გუნდს .... ორი წლის დაუღალავი შრომის შემდეგ თემურ ხადურის საქმეზე, თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დაკავებულია!!, - წერს ტუკვაძე სოციალურ ქსელში. " - წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი.

თემურ ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს, თერჯოლის სოფელ სიმონეთთან, მდინარე წაჩხურსა კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.

ოჯახის წევრების თქმით, მან, სავარაუდოდ, პოლიციის მანქანას ქვები დაუშინა, რის შემდეგაც პოლიცია მას დაედევნა, რის შემდეგაც ბიჭი გაუჩინარდა და მდინარეში მხოლოდ 3 დღის მერე იპოვეს.

ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვდა.

გარდაცვლილის დედა, ნინო გვიშიანი აღნიშნავდა, რომ თემურ ხადურს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

"რატომ მოკლეს?! დევნა იყო პოლიციელების ჩემს შვილზე და იქ დამთავრდა, აღარავის უნახავს ცოცხალი. გარდაცვლილ თემო სამი დღის მერე ნახეს. საღსალამათი, ანგელოზი შვილი სახლიდან გავუშვი... ვერ გამაჩერებთ! გავგიჟდი უკვე, ამას თუ ელოდებოდით... ანუ, სამედიცინო ექსპერტი ჩემთვის არაფრის მომცემია - ნაბეგვი, გალახული, დარტყმული ბლაგვი საგანი და მერე ჩაგდებული წყალში, სამი დღის განმავლობაში სიცხეში დააგდეს, რომ დანაშაულის კვალი დაეფარათ," - აცხადებდა თემურ ხადურის დედა.

იხილეთ ასევე: